სპორტი სტანდარტი

I კლასი
 სპორტი

სტანდარტი

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით

მიმართულება
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები
აქტიური მონაწილეობა
სპ.I.1. მოსწავლეს შეუძლია დაიცვას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ელემენტარული წესები.

სპ.I.2. მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევები (გადაადგილება - ხტომა, რბენა; მანიპულირება - გადაგდება, დაჭერა; წონასწორობის შენარჩუნება - გადახტომა, დახტომი.

სპ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ რეგულარულ  ფიზიკურ აქტივობებში.

სპ.I.4. ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, ადამიანებთან ურთიერთობა, სხვისი ინტერესების გათვალისწინება.


წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

მიმართულება: ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

სპ.I.1. მოსწავლეს შეუძლია დაიცვას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ელემენტარული წესები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ჩამოთვლის ჯანმრთელობისათვის მავნე საკვებს;
·           აღწერს კბილებისა და სხეულის მოვლის პროცედურებს;
·           აღწერს საყოფაცხოვრებო ტექნიკის (მა შორის, ელექტროტექნიკის) უსაფრთხო ექსპლატაციის წესებს;
·           საუბრობს, რა პოტენციური საფრთხე შეიძლება ელოდეს სახლში, სკოლაში და გარემოში (ხანძარი, სხეულის დაზიანება, მზის არასასურველი ზეგავლენა, საკვებით მოწამვლა და ა.შ.);
·           ჩამოთვლის იმ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიადახმარების გაწევა (მეხანძრე, ექიმი, პოლიციელი) და აღწერს, როგორ უნდა დაუკავშირდეს მათ (ასახელებს საპატრულო პოლიციის, სახანძროს, სასწრაფო დახმარების ტელეფონის ნომრებს);
·           ასახელებს თამაშისათვის უსაფრთხო (სახლის, სკოლის ეზო, სპორტული დარბაზი) და საშიშ (მდინარე, სამანქანო გზა, ნაგვის ბუნკერი) ადგილებს;
·           საუბრობს, როგორ უნდა მოიქცეს  უცნობ პირებთან ურთიერთობისას;
·           ასახელებს კომპიუტერის და ტელევიზორი დადებით და უარყოფით მხარეებს.


მიმართულება:  მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები

სპ.I.2. მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევები (მაგ., გადაადგილება - ხტომა, რბენა; მანიპულირება - გადაგდება, დაჭერა; წონასწორობის შენარჩუნება - გადახტომა, დახტომი).

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იწყებს ან წყვეტს მოძრაობას (სიარული, რბენა, ხტომა) მასწავლებლის ნიშანზე;
·           მითითების თანახმად მოძრაობს (მიდის, მირბის, ხტის) სხვადასხვა მიმართულებით: მარტო, სხვებთან ერთად და სიჩქარის ცვლით;
·           მოძრაობს სხვადასხვა ტრაექტორიით (სწორ ხაზზე, წრიულად, ზიგზაგისებურად);
·           ერთი ან ორი ხელით ტყორცნის მიზანში სხვადასხვა ზომის ბურთებს;
·           ერთი ან ორი ხელით იჭერს მიწოდებულ სხვადასხვა ზომის ბურთებს;
·           იცავს წონასწორობას ხტომის დროს;
·           ცალ ფეხზე მდგომი იცავს წონასწორობას რაიმე საყრდენის ან აღჭურვილობის გარეშე;
·           ასრულებს რიტმულ მოძრაობებს მუსიკის თანხლებით.


მიმართულება: აქტიური მონაწილეობა

სპ.I.3. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ რეგულარულ  ფიზიკურ აქტივობებში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          მონაწილეობს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სახის ფიზიკურ აქტივობაში (ტანვარჯიში, მძლეოსნობა, ცეკვა, მოძრავი თამაშები და შეჯიბრებები);
·         ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს, ყურადღებით ეკიდება და ითვისებს ახალ მოძრაობებს.

სპ.I.4. ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, ადამიანებთან ურთიერთობა, სხვისი ინტერესების გათვალისწინება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იცავს თამაშის წესებს;
·           აცნობიერებს და იცავს გუნდური თამაშის წესებს;
·           არის თავაზიანი და ცდილობს გაითვალისწინოს სხვისი ინტერესები;
·           ცდილობს გაუფრთხილდეს  სხვა მოთამაშეებს და სპორტულ ინვენტარს;
·           ამჟღავნებს ტოლერანტულ დამოკიდებულებას განსაკუთრებული საჭიროების მქონე თანატოლებისადმი.


Комментариев нет:

Отправить комментарий