I კლასი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
სტანდარტი
წლის ბოლოს
მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით
შემოქმედებითობისა და პრაქტიკული
უნარ-ჩვევების განვითარება
|
კომუნიკაცია
და ინტერპრეტაცია
|
ხელოვნების აღქმა კონტექსტში
|
გ.I.1. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ერთი ან რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის
შექმნისას.
ს.გ.I.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია დაკვირვების
შედეგის ასახვა ნამუშევარში.
ს.გ.I.4 .
მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა
და წარმოსახვის მეშვეობით.
ს.გ.I.5. მოსწავლეს შეუძლია მარტივი შრომითი
საქმიანობის ელემენტარული უნარ-ჩვევების გამომჟღავნება.
ს.გ.I.6. მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
|
ს.გ.I.7.
მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური
ნამუშევრები, გამოთქვას აზრი საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
ს.გ.I.8.
მოსწავლე პატივს სცემს საკუთარ
და სხვის ნამუშევარს.
ს.გ.I.9. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
ს.გ.I.10. მოსწავლე იცნობს ელემენტარულ ტერმინებს და შეუძლია მათი გამოყენება.
|
ს.გ.I.11.
მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან ხელოვნების
ზოგიერთი დარგი
და ჟანრი და დააკავშიროს ისინი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
ს.გ.I.12. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების
ნაწარმოების შინაარსი საკუთარ გამოცდილებასთან.
|
წლის ბოლოს
მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: შემოქმედებითობისა და პრაქტიკული
უნარ-ჩვევების განვითარება
ს.გ.I.1. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს სახვითი
ხელოვნების ერთი
ან რამდენიმე ძირითადი
ელემენტი
და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
ნამუშევარში
იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს (სქელს და წვრილს, სწორს, ტალღოვანს, ტეხილს,
წყვეტილს, კონტურს);
·
ფერების
შეზავებით იღებს ახალ ფერებს;
·
ქმნის მარტივ ორნამენტებს განმეორებადი ხაზების, ფერებისა
და გეომეტრიული ფიგურებისაგან;
·
ირჩევს სასურათე სიბრტყის ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ
პოზიციას მოცემულობის შესაბამისად.
ს.გ.I.2. მოსწავლეს
შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს ფანქრებს, პასტელს, ფლომასტერებს, გუაშის
საღებავებს ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრის შესაქმნელად;
·
ფერადი ქაღალდებით, მუყაოთი, ბუნებრივი მასალით ქმნის
აპლიკაციას, კოლაჟს;
·
აწყობს მოზაიკას სხვადასხვა მასალით (ჭრის, ხევს, აწებებს
ქაღალდებს, ფოთლებს და ა.შ.);
·
ქმნის
პლასტილინისგან მარტივ ფორმებს.
ს.გ.I.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია
დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გარემოში
ამოიცნობს და ასახელებს მარტივ გეომეტრიულ ფორმებს (სამკუთხედი, ოთხკუთხედი, წრე)
და გამოსახავს ნამუშევარში;
·
ამოიცნობს,
ასახელებს და გამოსახავს ნამუშევარში ბუნებაში არსებულ ფერებს და ფორმებს.
ს.გ.I.4 . მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების
შექმნა
შთაბეჭდილებებისა და
წარმოსახვის მეშვეობით.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ნამუშევარში
ასახავს მიღებულ შთაბეჭდილებებს;
·
გამოსახავს
წარმოსახვით შექმნილ პერსონაჟებს;
·
გამოსახავს
წარმოსახვით გარემოს;
·
ხატავს
ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟებს და ეპიზოდებს.
ს.გ.I.5. მოსწავლეს შეუძლია მარტივი შრომითი საქმიანობის ელემენტარული
უნარ- ჩვევების გამომჟღავნება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გაკვეთილზე მოდის
საჭირო აღჭურვილობით;
·
ალაგებს სამუშაო ადგილს, რეცხავს და ინახავს
სამუშაო იარაღებსა და მასალას;
·
იცავს უსაფრთხოების წესებს;
·
იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის
შესრულებისას.
ს.გ.I.6.მოსწავლეს შეუძლია მუშაობა
ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში;
·
ცდილობს დასმული ამოცანის გადაჭრას დამოუკიდებლად
და მეწყვილესთან ერთად.
მიმართულება: კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ს.გ.I.7. მოსწავლეს
შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები, გამოთქვას აზრი საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
საკუთარი და/ან ერთობლივი ნამუშევრის წარდგენისას
განმარტავს, რას ასახავს ნამუშევარში;
·
უსვამს თანაკლასელს კითხვებს მისი ნამუშევრის შესახებ;
·
უზიარებს თანაკლასელებს შთაბეჭდილებებს წარმოდგენილი
ნამუშევრის შესახებ (მომწონს, არ მომწონს);
·
უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს;
·
აცდის სხვებს აზრის გამოთქმას.
ს.გ.I.8.
მოსწავლე პატივს
სცემს საკუთარ და სხვის ნამუშევარს.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მხარს
უჭერს და ამხნევებს თანაკლასელებს მუშაობის დროს;
·
უფრთხილდება (არ აზიანებს) სხვის და საკუთარ
ნამუშევრებს.
ს.გ.I.9.
მოსწავლე
მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი
თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·
მონაწილეობს საკლასო ზეიმში;
·
მონაწილეობს საკლასო გამოფენაში;
·
დადის მუზეუმებში და გამოფენებზე;
·
დადის ექსკურსიებზე და ეცნობა კულტურულ მემკვიდრეობას.
ს.გ.I.10. მოსწავლე იცნობს ელემენტარულ ტერმინებს და შეუძლია მათი
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს ნამუშევარში და ასახელებს სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნების მისთვის ნაცნობ ელემენტებს;
·
ჩამოთვლის მასალას და იარაღებს, რომლებიც
გამოიყენა ნამუშევარში;
·
საუბრისას სწორად იყენებს ელემენტარულ ტერმინებს, რეაგირებს
მასწავლებლის კომენტარზე (ესმის და ასრულებს მითითებას, მაგ., დახატოს პეიზაჟი ან
პორტრეტი).
მიმართულება:
ხელოვნების
აღქმა კონტექსტში
ს.გ.I.11. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან
ხელოვნების ზოგიერთი დარგი და ჟანრი და დააკავშიროს
ისინი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჩამოთვლის
ხელოვნების დარგებს (მხატვრობა, მუსიკა, კინო, თეატრი და სხვ.) და გამოყოფს
თითოეული დარგისთვის დამახასიათებელ
მთავარ ნიშანს (ფერი, ბგერა, მოძრაობა);
·
ასახელებს
ხელოვნების ცალკეულ
დარგთან დაკავშირებულ პროფესიებს;
·
ჩამოთვლის
საოპერო, საბალეტო, თეატრალურ წარმოდგენებს, რომლებსაც დასწრებია და საუბრობს მიღებულ შთაბეჭდილებაზე;
·
ჩამოთვლის
სახვითი ხელოვნების ძირითად ჟანრებს (ნატურმორტი, პორტრეტი, პეიზაჟი);
·
საუბრობს საყვარელ ილუსტრირებულ წიგნებზე;
·
ასახელებს არქიტექტურულ ძეგლებსა და ქანდაკებებს, რომლებიც
უნახავს.
ს.გ.I.12. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს
ხელოვნების
ნაწარმოების შინაარსი საკუთარ გამოცდილებასთან.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ათვალიერებს
ნაწარმოებებს, საუბრობს მათ შინაარსზე
(სიუჟეტები, სცენები, მოვლენები და სხვ.) და მათგან მიღებულ შთაბეჭდილებაზე;
·
ასახელებს
ცხოველებს, მცენარეებს, საგნებს, რომლებიც ასახულია ხელოვნების კონკრეტულ
ნაწარმოებში;
·
ამოიცნობს
ხელოვნების ნაწარმოებში ასახულ წელიწადის დროებს.
პროგრამის
შინაარსი
სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:
ხაზი (წვრილი, სქელი, სწორი,
ტალღოვანი, ტეხილი, წყვეტილი; კონტური), ფერი (ძირითადი, შედგენილი). კომპოზიციური
განაწილების საფუძველი - ვერტიკალური
ან ჰორიზონტალური ფორმატის შერჩევა, ფორმატზე გამოსახულების განაწილება.
რეკომენდებული
ვიზუალური მასალა:
სხვადასხვა ტიპის ხაზი და ფერი – მაგალითად, პირველყოფილი
ადამიანის მხატვრობა (ლასკოს გამოქვაბული), ვინსენტ ვან გოგის, ვასილი
კანდინსკის, ხუან მიროს და სხვათა
ნაწარმოებები.
მარტივი ორნამენტი (განმეორებადი
ხაზების, ფერებისა და გეომეტრიული ფიგურებისგან შემდგარი) - მაგალითად,
ხევსურული ხალიჩისა და სამოსის ორნამენტი, ბერძნული მეანდრის მარტივი ვარიანტი და
სხვა.
მასალა და იარაღი:
ფანქარი (ფერადი, უბრალო), პასტელი,
ფლომასტერი, გუაში, ფერადი ქაღალდი, მუყაო, პლასტილინი, ბუნებრივი მასალა (ფოთოლი,
გირჩა, მარცვლეული და სხვ.); ფუნჯი, მაკრატელი, წებო.
ტექნიკა და პროცედურა:
ფერწერა, გრაფიკა, აპლიკაცია, კოლაჟი, მოზაიკა; ძერწვა,
დახევა, დაჭრა, დაწებება.
რეკომენდებული
ვიზუალური მასალა:
აპლიკაცია და კოლაჟი - მაგალითად, ანრი მატისის, პაბლო პიკასოს და სხვათა
ნაწარმოებები; მოზაიკა - პომპეის
მოზაიკის ორნამენტული ფრაგმენტები და სხვა.
დაკვირვება გარემოზე:
ფორმის, ფერის,
ხაზების ამოცნობა.
მხატვრული იდეების წყაროები
წარმოსახვა, საკუთარი ფანტაზიის მიხედვით
შექმნილი სურათები; გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები,
ზღაპრები, მხატვრული ლიტერატურა;
მხატვრული და ანიმაციური ფილმები;
საკონცერტო, თეატრალური, საცირკო წარმოდგენა.
სავარაუდო
თემები და აქტივობები:
“ფერთა სამეფო”, “შემოდგომა”, „სკოლა“, “მხიარული მატარებელი”, “ახალი წელი”, “წყალქვეშა
სამყარო”, “ჩემი ქალაქი/სოფელი” და სხვ.;
სავარჯიშოები ფერების შეზავებაზე ახალი ფერის მისაღებად; სავარჯიშოები
პარალელური, ვერტიკალური, ჰორიზონტალური, დახრილი ხაზებით; წერტილების შეერთებით
გამოსახულების მიღება; ჭიქის ძირის, ხელის მტევნის შემოხაზვა, გაფერადება;
ნამუშევარში გეომეტრიული ფორმების გამოყენება.
შრომითი
საქმიანობა:
აღჭურვილობის მოტანა-მოწესრიგება, სამუშაო ადგილის დალაგება, დროის ლიმიტისა
და უსაფრთხოების წესების დაცვა.
მუშაობის სტრატეგია:
მუშაობა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან,
გუნდურად.
ღონისძიებები:
საკლასო გამოფენა, ზეიმი, ექსკურსიები
მუზეუმებში, გალერეებში და ქალაქგარეთ კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით.
წარდგინება:
ნაცნობი აუდიტორიის წინაშე ნამუშევრის
წარდგენა (საუბარი ნამუშევარზე), კითხვების დასმა, პასუხის გაცემა,
შთაბეჭდილებების გაზიარება, სხვისი აზრის ყურადღებით მოსმენა, პატივისცემის
გამჟღავნება სხვისი ნამუშევრის და აზრის მიმართ, ელემენტარული ტერმინების
გამოყენება.
ხელოვნების აღქმა კონტექსტში:
ხელოვნების დარგების გაცნობა (სახვითი
ხელოვნება, მუსიკა, კინო, თეატრი და სხვ.); ხელოვნების დარგებზე და ნაცნობ
ნიმუშებზე საუბარი; სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ჟანრის გაცნობა (პორტრეტი - ნიკო
ფიროსმანი და სხვ. ნატურმორტი - ვინსენტ ვან გოგი და სხვ. პეიზაჟი - ელენე
ახვლედიანი და სხვ.); ვიზუალური მასალის დათვალიერება, საუბარი შთაბეჭდილებებზე,
ნაწარმოების შინაარსზე, მისი დაკავშირება საკუთარ გამოცდილებასთან; გამოყენებითი ხელოვნება -
არქაული ხანის ბერძნული კერამიკა.
Комментариев нет:
Отправить комментарий