ბუნებისმეტყველება სტანდარტი

I კლასი
ბუნებისმეტყველება
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
ცოცხალი სამყარო
სხეულები და მოვლენები
დედამიწა და გარესამყარო
ადამიანი და გარემო
ბუნ.I.1.მოსწავლე შეუძლია  გააცნობიერს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობა გარემოს აღქმაში.
ბუნ.I.2.მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით. 



ბუნ.I.3.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სხეულებს/მოვლენებს შორის   მსგავსება და განსხვავება არსებითი ნიშნების მიხედვით.
ბუნ.I.4.მოსწავლეს შეუძლია  ორიენტირება სკოლის ტერიტორიაზე.

ბუნ.I.5.მოსწავლეს
შეუძლია  
დაახასიათოს
დღე-ღამის 
მონაცვლეობასთან
დაკავშირებული
მოვლენები.

ბუნ.I.6. მოსწავლეს შეუძლია ლოკალური გარემოს აღწერა.

ბუნ.I.7.მოსწავლეს შეუძლია  პირადი ჰიგიენისა და  უსაფრთხო  ქცევის
ელემენტარული წესებდავა.

ბუნ.I.8.მოსწავლეს შეუძლია დამოკიდებულები გამოხატვა საკუთარი  გარემოსადმი.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
მიმართულება: ცოცხალი სამყარო
ბუნ.I.1.მოსწავლე შეუძლია  გააცნობიერს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობა გარემოს აღქმაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ჩამოთვლის ადამიანის შეგრძნებებს და აღწერს მათ როლს გარემომცველი ობიექტების ამოცნობსა და პირად უსაფრთხოებაში (მაგ., როგორ გვეხმარება გარეგნული ნიშნები და სუნი  საკვების ვარგისიანობის დადგენაში; როგორ შეგვიძლია ხმის საშუალებით დავადგინოთ, გამართულად მუშაობს თუ არა რომელიმე ხელსაწყო);
·      შეგრძნებებს უკავშირებს შესაბამის ორგანოებს;
·      უკავშირებს ობიექტის ზოგიერთ მახასიათებელს  შესაბამის შეგრძნების ორგანოს (მაგ.,  ფერი, ფორმა - თვალი; გემო - ენა);
·      შეგრძნების ორგანოების (ერთდროულად ორი) დახმარებით აღწერს მისთვის ნაცნობი ობიექტების მახასიათებლებს (მაგ., ლიმონი  ყვითელი და მჟავეა, თოვლი თეთრი და ცივია);
·      იყენებს მარტივ ხელსაწყოებს (მაგ., ლუპა, სტეტოსკოპი)  ობიექტის აღსაქმელად.

ბუნ.I.2.მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აღწერს ადამიანს (საკუთარ თავს) თვალსაჩინო გარეგანი ნიშნების მიხედვით;
·         აჯგუფებს ორგანიზმებს მცენარეებად და ცხოველებად  და აღწერს მათ განმასხვავებელ ნიშნებს;
·         ცხოველების და მცენარეების  მრავალფეროვნების გამოსავლენად სვამს კითხვებს (მაგ., ერთნაირია თუ არა სკოლის ეზოში მდგარი სხვადასხვა ხის ფოთლები?)  და ეძებს პასუხებს.

მიმართულება: სხეულები და მოვლენები

ბუნ.I.3.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სხეულებს/მოვლენებს შორის   მსგავსება და განსხვავება არსებითი ნიშნების მიხედვით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ადარებს და აჯგუფებს სხეულებს ერთი ან ორი ნიშნით საკლასო ოთახში, სახლში, ბუნებაში, ილუსტრაციებზე, მსჯელობს მათ განმასხვავებელ ნიშნებზე (მაგ., მერხი და საწერი მაგიდა);
·         აკვირდება და განასხვავებს მოძრავ და უძრავ სხეულებს  საკლასო ოთახში, სკოლის ეზოში, ქუჩაში;
·         პოულობს მსგავსი დანიშნულების საგნებს სახლსა და სკოლაში და აღწერს მათ;
·         აღწერს და განასხვავებს ბუნებრივ სხეულებსა (მაგ., ხე, ქვა) და ადამიანის მიერ დამზადებულ საგნებს (მაგ., მაგიდა, აგური).


მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო

ბუნ.I.4.მოსწავლეს შეუძლია  ორიენტირება სკოლის ტერიტორიაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ხატავს სასწავლო გარემოს შესაბამისი ობიექტებით (მაგ., სკოლის შენობა, ეზო, საკლასო ოთახი).


ბუნ.I.5.მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს დღე-ღამის  მონაცვლეობასთან დაკავშირებული მოვლენები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ბუნებაში ან ილუსტრაციებზე ამოიცნობს ციურ სხეულებს (მზე, მთვარე, ვარსკვლავები);
·         აღწერს საკუთარი აქტივობების მონაცვლეობას დღე-ღამის განმავლობაში და  უკავშირებს კონკრეტულ დროს (მაგ., დილის 9 საათი - სწავლის დაწყება, საღამოს 6 საათი - საყვარელი ტელეგადაცემა);
·         აღწერს ცხოველთა (მაგ., ღამურა, შინაური ცხოველები, მწერები) ქცევას დღე-ღამის განმავლობაში, გადმოსცემს მისთვის საინტერესო ისტორიას  და აკეთებს ჩანახატებს.


ბუნ.I.6.მოსწავლეს შეუძლია ლოკალური გარემოს აღწერა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აგროვებს ბუნებრივ სხეულებს (მაგ., ქვები, გირჩები, ნაყოფები), აჯგუფებს მათ თვალსაჩინო ნიშნის მიხედვით (ფერი, ფორმა, ზომა, სიმძიმე ან სიმაგრე) და აღწერს მათ;
·         აკვირდება და აღწერს   მის გარშემო არსებულ ობიექტებს;
·         დაკვირვების საფუძველზე აღწერს ლოკალურ გარემოს და ქმნის ნახატებს.





მიმართულება:  ადამიანი და გარემო

ბუნ.I.7.მოსწავლეს შეუძლია  პირადი ჰიგიენისა და  უსაფრთხო  ქცევის ელემენტარული წესებდავა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       ამოიცნობს და განმარტავს ქუჩაში მოძრაობის  წესების ამსახველ ძირითად პირობით ნიშნებს (არა უმეტეს სამი საპირისპირო წყვილისა), ხსნის მათი დაცვის აუცილებლობას;
·       ასახელებს საკუთარი საცხოვრებელი  ადგილის და სკოლის მისამართს;
·       მსჯელობს  საყოფაცხოვრებო ნივთების (მაგ., მაკრატელი, ჩაქუჩი, ფანქრის სათლელი) უსაფრთხო მოხმარების წესებზე;
·       საუბრობს ცხოველებთან და მცენარეებთან უსაფრთხო ურთიერთობაზე;
·       ასახელებს პირადი ჰიგიენის ნივთებს (მაგ., სავარცხელი, კბილის ჯაგრისი, პირსახოცი),  აღწერს მათ დანიშნულებას და მოხმარების წესებს;
·       საუბრობს კომპიუტერით სარგებლობის ჰიგიენური ნორმების (კომპიუტერით სარგებლობის ხანგრძლივობა, მანძილი მონიტორსა და მოსწავლეს შორის) დაცვის აუცილებლობაზე.


ბუნ.I.8.მოსწავლეს შეუძლია საკუთარი  გარემოსადმი დამოკიდებულები გამოხატვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       მონაწილეობს სასკოლო გარემოში ქცევის ელემენტარული წესების შემუშავებაში მასწავლებელთან ერთად და იცავს მათ;
·       უფრთხილდება და უვლის პირად, თანაკლასელების ნივთებსა და სასკოლო ინვენტარს;
·       განასხვავებს სუფთა და დანაგვიანებულ გარემოს, სიტყვიერად ან ჩანახატების სახით გადმოცემს  საკუთარ განწყობას კონკრეტული გარემოს მიმართ;
·       იცავს გარემოში სისუფთავეს  და აღწერს ამ მიზნით საკუთარ ქმედებ მნიშვნელობას   (მაგ., საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება);
·       თანაკლასელებს უზიარებს საკუთარ დამოკიდებულებას საყვარელი ნივთების, მცენარეებისა და ცხოველებისადმი და ახასიათებს მათ მისთვის გამორჩეული ნიშან – თვისებებით;
·         აღწერს და აჯგუფებს კონკრეტულ გარემოს ადამიანის აქტივობის მიხედვით (მაგ., საძინებელი - ძილი, საკლასო ოთახი - სწავლა).

პროგრამის შინაარსი

გარემოს აღქმა - შეგრძნებების ორგანოები და შეგრძნებები: კანი –  შეხება, თვალი – მხედველობა, ენა – გემო, ცხვირი – ყნოსვა, ყური –  სმენა.
სხეულთა თვისებები - სხეულის თვისებები: ფერი, ფორმა, ზომა, მძიმე, მსუბუქი, სიგლუვე, გამჭვირვალობა, სუნი, გემო.
ცოცხალი ობიექტების მრავალფეროვნება - ადამიანი (საკუთარი თავი) და მისი აღნაგობა; მცენარეების და ცხოველების მრავალფეროვნება (მაგ., ხე, ბუჩქი, ბალახი; ხილი, ბოსტნეული; შინაური და გარეული ცხოველები);
ცა და დედამიწის ზედაპირი - მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ღრუბელი.
დღე და ღამე - კვირის დღეები; დღე-ღამის მონაცვლეობა.
სხეულთა შედარება - ბუნებრივი და ადამიანის მიერ დამზადებული სხეულები.
სასკოლო გარემო - სკოლაში ქცევის წესები;
სასწავლო გარემოს ობიექტები: სკოლის შენობა, საკლასო ოთახი, სკოლის ეზო, სპორტული დარბაზი, ტუალეტი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი და სხვ.;
სასკოლო ინვენტარი;
პირადი და საერთო სარგებლობის სასკოლო ნივთები.
უსაფრთხო ქცევის წესები - ქუჩაში უსაფრთხო მოძრაობის ძირითადი პირობითი ნიშნები: შუქნიშანი, გადასასვლელი;
საყოფაცხოვრებო ნივთების უსაფრთხო გამოყენების ელემენტარული წესები: ელექტროელსაწყოები;
ცხოველებთან და მცენარეებთან უსაფრთხო ურთიერთობის წესები.
პირადი ჰიგიენა
პირადი ჰიგიენის ნივთები: კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, პირსახოცი.
მიმართებითი ტერმინები: შორს -ახლოს, ზემოთ - ქვემოთ,  წინ - უკან, მარჯვნივ - მარცხნივ.


Комментариев нет:

Отправить комментарий